0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მშობლები და პედაგოგები 139-ე სკოლაში დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ

ჩამოტვირთვა

139-ე საჯარო სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან.

ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვენ და სკოლასთან დილიდან იკრიბებიან.

სწავლის პროცესი არ არის ჩაშლილი, თუმცა მე-10 კლასის მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილებს არ ესწრება.

ისინი ნათია ფხალაძის მიერ პოლიტიკური ნიშნით მშობლების გამორჩევაზე, მასწავლებლების შეურაცხყოფასა და მოსწავლეებისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაზე საუბრობენ.

პედაგოგები და მშობლები გვიან ღამით სკოლასთან შეიკრიბნენ და დღეისთვის საპროტესტო აქცია დაგეგმეს. მათი მთავარი მოთხოვნა დირექტორის გადადგომაა. აქციის მონაწილეების ასევე ითხოვენ, რომ სახალხო დამცველი არსებული პრობლემით დაინტერესდეს.

„ქალბატონი ნათიასგან რამდენიმე პედაგოგი გამოვირჩევით იმიტომ , რომ ჩვენ გვაქს განსხვავებული აზრი, ჩვენ ვამხილეთ ქალბატონი ნათია გარკვეულწილგადაცდომებში.

7 თვეა ეს საკითხი განათლების სამინისტროში განხილვაშია. ქალბატონ ნათიას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა, რაშიც ვამხილეთ და ამის გამო მან  დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მე მოვითხოვ სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ საკითხში“- 139-ე სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი ლელა მაზმიშვილი.

კიდევ ერთი პედაგოგი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მას პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს.

„მე ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მქონდა რამდენიმე მეგობრული რჩევა, რომ არ უნდა მეაქტიურა, თორემ პრობლემები შემექმნებოდა“- ამბობს ნინო ხოხობაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები