0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ ფაროსანას წინააღმდე - სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს თუ რომელი პრეპარატები გამოიყენონ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები „ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვა.

პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

„დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა.

 საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

 წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას,“- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები