0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს

ჩამოტვირთვა

„ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის" მშენებლობა საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობს. კომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება და პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით. 

ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.

საუნივერსიტეტო ქალაქი საკუთარ თავში მოიცავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს, აუდიტორიებს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკებს, სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საერთო საცხოვრებლებს. 

ასევე იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფე, სპორტული ინფრასტრუქტურა -ფეხბურთისა და რაგბის სტადიონი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედანი, აუზი.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს" - აცხადებდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის სახელით. 

თუმცა, იმ ადგილას, სადაც საუნივერსიტეტო კომპლექსი უნდა აშენებულიყო, ჭაობია, რომელიც კარგად ასახავს ქართული ოცნების მიერ გაცემული დაპირებების რეალურობას.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები