0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში"

  ბედნიერნი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ დიდ დღესასწაულს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში განაცხადა, სადაც კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

მისმა უწმინდესობამ მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა. "კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის გაგრძელება. ეს არის განსაკუთრებული დღე. ამ დღეს კიდევ უწოდებენ თომას კვირიაკეს. თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობოთ. ბედნიერი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი. ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი. წმინდა თომა მოციქული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს",- განაცხადა პატრიარქმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები