1 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა გურასპაული „ჰიუნდაის“ 13-წლამდელთა გუნდს ფედერაციის ოფისში შეხვდა

ჩამოტვირთვა

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული „ჰიუნდაის“ 13-წლამდელთა გუნდს ფედერაციის ოფისში შეხვდა. ახალგაზრდა ჰიუნდაელებმა გასულ კვირას სოლიდურ წარმატებას მიაღწიეს: ბალტიის ლიგის ფინალში ლიტვური „მაჟეიკიაის“ 49:45 მოუგეს და წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

 ბალტიის ლიგა საკმაოდ წარმომადგენლობითი და პრესტიჟული ტურნირი გახლავთ. შეჯიბრში ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბელარუსის, ფინეთის, უკრაინის და საქართველოს 25 გუნდი მონაწილეობდა და თამაშები ბალტიისპირეთის ქვეყნებში,  მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა.

 პლეი ოფამდე, რეგულარულ ჩემპიონატში ჰიუნდაელებმა 25 მატჩი გამართეს და მოპოვებული 16 გამარჯვებით პლეი ოფში გავიდნენ. 

ფინალური ეტაპის ფავორიტი მოსკოვის „დინამო“ გახლდათ, რომელმაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 15-დან 15 გამარჯვება მოიპოვა. 

 „ჰიუნდაი“ მოსკოვურ კლუბს ნახევარფინალში შეხვდა და 53:36 გაანადგურა, რის შემდეგაც, ფინალურ შეხვედრაში ლიტვურ „მაჟეიკიაის“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია და სადებიუტო სეზონშივე ბალტიის ლიგის ჩემპიონი გახდა.

 ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ თოთლაძე დაასახელეს. ბალტიის ლიგის ფინალურ ეტაპზე „ჰიუნდაიმ“ შემდეგიშემადგენლობით ითამაშა:

 ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, გეგა წულაია, დავით ბეგალაშვილი, სოსო გუგუციძე, გიორგი ჩანტლაძე, დემეტრე მამალაძე, საბა გამცემლიძე, თენგო გოგიშვილი, გაბრიელ ისიანი, ნიკოლოზ თოთლაძე, გერმანე გოგლიჩიძე, დემეტრე ბურჭულაძე.

 მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ჩერქეზიშვილი

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმარა, რომელზეც „ჰიუნდაის“ ხელმძღვანელობას და გუნდის წევრებს ჟურნალისტები გაესაუბრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები