1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაჭრილი მორაგბის პირველი კომენტარი

ვეძისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი, ლაშა საჯაია- „კურიერთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, რომლიც ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მომხდარის დეტალებს იხსენებს, თუმცა ვინ იყო თავდამსხმელი ან რა მიზეზით მისთვის უცნობია.

"არაფერი არ მახსოვს, როგორ გითხრათ არ ვიცი,“ - ამბობს ლაშა საჯაია.

ლაშა საჯაია ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ავტომანქანიდან მათი მისამართით გასროლა განახორციელეს, არ იცნობს. ექიმები, დაჭრილის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

უცნობია ვინ იყვნენ ის პირები, რომლებმაც ავტომობილიდან ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც დამნაშავეები ისხდნენ შავი ფერის ჯიპი იყო. ავტომობილში 4 პირი იჯდა და მათგან სამი ისროდა. უცნობია ავტომობილის მარკაც. 

თვითმხილველების თქმით, გასროლა დაახლოებით 20-ჯერ განხორციელდა. 

„შავი ჯიპი ამოვიდა, ის ბიჭები და ის გოგონა იდგნენ ერთად, საუბრობდნენ და ჩამოიქროლა ჯიპმა, ფანჯრები დაწიეს და ატყდა ინტენსიური სროლა. სამი იარაღიდან ისროდნენ, როგორც მე ვიცი და როგორც მე გადმომცეს. ყველაზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი რაგბისტი ვინც არის,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

ლაშა საჯაიას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები