0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღის პირველ ნახევარში მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. ზოგიერთს იდეალში იმედგაცრუება ელის. 
კუროსხვა დღისთვის გადადეთ გეგმების განხილვა, საქმეების გარჩევა. დიალოგისას იყავით დიპლომატიური, დაკვირვებული. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. 
ტყუპიკარგი დღეა მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანის გასაცნობად. შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ იმან, ვისი დახმარების იმედიც გქონდათ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 
კირჩხიბიგანწყობის მიუხედავად იყავით ღიმილიანი. ფრთხილად და დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები. ზოგიერს ახალი სიყვარული, მეგობრობა ელის. თუმცა, დისტანიცია მაინც შეინარჩუნეთ. 
ლომიდილა ყოველდღიური, წვრილ-წვრილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მეტი დრო გამონახეთ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. აგრეთვე, საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. 
ქალწულიდღეს საკუთარი საქმეებიც უნდა შეასრულოთ და გარშემო მყოფებსაც დაეხმაროთ. კარგი დღეა ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. 
სასწორიდილა დასვენებას, მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, მეგობრებთან ერთად. საღამოს შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. 
მორიელიდღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და საქმეებს. ეცადეთ, ცუდი განწყობის გამო გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ. ოჯახის წევრების მიმართ მეტი სიყვარული უნდა გამოამჟღავნოთ. 
მშვილდოსანიშეზღუდვების, უარის დღეა. შეიძლება გადაიდოს ის საქმე, რომლის დაწყების/განვითარების იმედიც გქონდათ. მეტი ყურადღება გმართებთ მგზავრობისას. ნუ ელის დახმარებას ახლობლებისგანაც კი. 
თხის რქასამსახურში მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ნუ შეიძენთ დაბალხარისხიან პროდუქტებს, ნივთებს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და მოერიდეთ მავნეს. გადაიხადეთ გადასახადები, ვალები. 
მერწყულიმეგობრებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ უხასიათობის, ბევრი საქმის გამო. სწორად შეადგინეთ სამუშაო გეგმა; გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, რომლებიც იწვევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. 
თევზებინუ აჰყვებით პროვოკაციებს, ეცადეთ, არავინ შეგიზღუდოთ თავისუფლება. არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეში. კარგი დღეა ვირტუალური ნაცნობობისთვის, ელექტრობიზნესის გასავითარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები