1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქალთა მოძრაობა: ზვიად დევდარიანს უდანაშაულობის დამტკიცება გაუჭირდება

ზვიად დევდარიანის განცხადებას ქალთა მოძრაობა ეხმაურება, რომელმაც ორი კვირია წინ CiDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

იდა ბახტურიძის შეფასებით, დევდარიანს საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან ქალებს საპირისპირო მტკიცებულებები აქვთ.

"მას აქვს უფლება სამართლებრივად იბრძოლოს. ჩვენ ეს საქმეები სამართლებრივ ჭრილში გადავიტანეთ მაშინვე, როცა მსხვერპლები შეხვდნენ სახალხო დამცველს. ომბუდსმენმა იმავე დღეს გააკეთა განცხადება, რომ არსებობს ეჭვები სექსუალური შევიწროების შესახებ. ამ დროისთვის რამდენიმე საქმეა და კიდევ რამდენიმე დაემატება. ჩვენ გვყავდა რეალური მსხვერპლები, ჩვენ უფლებადამცველები მზად ვიყავით ქალებს სამართლებრივ გზაზე გავყოლოდით. მასაც აქვს შესაძლებლობა და უფლება ამტკიცოს, რომ ეს არ იყო სიმართლე", - აცხადებს იდა ბახტურიძე.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები