1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. „Golf 3"-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები