1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სი-ტი პარკი" სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

"სი-ტ პარკი" სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. კომპანიის ადვოკატის ნათია წკეპლაძის ინფორმაციით, მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელის ავტორებს არ მისცა საშუალება ბრძოლა სასამართლოში გაეგრძელებინათ. 

კომპანიის იურისტები ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება სი-ტი პარკის მიმართ წაყენებული ბრალდებების აბსურდულობა დაამტკიცონ. საუბარია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც თბილისის მერია კომპანიას ედავება. 

იურისტები ამბობენ, რომ სი-ტი პარკს ხელშეკრულება არ დაურღვევია. არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დაგვემტკიცებინა სასამართლო წესით, რომ ეს შენიშვნები არის დაუსაბუთებელი. ფაქტობრივად უსაფუძვლო, არაკანონიერი. ანუ ეს არის არა ნამდვილი მიზეზი "სი-ტი პარკის" მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა, არამედ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ არ სურთ "სი-ტი პარკი" ახორციელებდეს ამ ფუნქციას, რასაც გავიგებდით თბილისის მერიისგან.

ეს არაფერი დრამატული არ იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა კანონის შესაბამისად. კანონის შესაბამისად არ ხორციელდება და ამას გვიდასტურებს თვითონ სასამართლოს მოქმედებაც,“-განაცხადა "სი-ტი პარკის" ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, შპს „სი-ტი პარკს" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყდება და  კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სი-ტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები