0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„m2 უძრავი ქონება“: მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვა დაიწყო

24 მარტი, 2018 წელი - მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის პირველი ეტაპი დაიწყო. კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას აფინანსებს, მთაწმინდის ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის აქციას გამართა, რომელშიც მოხალისეობრივად როგორც მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები ჩაერთნენ. 

მოხალისეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით  m2-მა სპეციალური პლატფორმა www.gaamtsvane.ge შექმნა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის შესახებ - როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი აქტივობები. პერიოდულად პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელშიც მოხალისეების მონაწილეობა იქნება შესაძლებელი. 

m2-ის მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში მოქალაქეები, ასევე მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ჩაერთნენ. 

მთაწმინდის ნახაძრალი ფერდობის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც კომპანია m2-ის დაკვეთით „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ სპეციალისტებმა მოამზადეს, მიზნად ისახავს ნახანძრალი 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები