1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სი-ტი პარკი“ მზად არის სასამართლოს გზით დაიცვას უფლებები

კომპანიის ადვოკატი ნათია წკეპლაძე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

დღეს, 26 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „სი-ტი პარკის“ ადვოკატი ნათია წკეპლაძე „სი-ტი პარკის“ მიერ მერიის 23 აგვისტოსა და 26 ოქტომბრის განკარგულებების სასამართლოში გასაჩივრების დეტალებზე განცხადებას გააკეთებს.

„სი-ტი პარკი“ მზად არის სასამართლოს გზით დაისცვას უფლებები და დაადგინოს, რომ მას ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია.

„სასამართლომ ფორსირებულად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს გამოატანინა დასკვნა, რომ 23 აგვისტოს მერიის კოლეგიური ორგანოს (მთავრობის) მიერ მიღებული განკარგულება არ იყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი და მიგვითითეს, რომ დავა უნდა გაგრძელებულიყო სახელშეკრულებო დავის ფარგლებში, თუმცა დღეს მოსამართლე ჩხეტიას მიერ ყოველგავრი პროცედურული ნორმების დარღვევით დაინიშნა განმწესრიგებელი სხდომა და ისე, რომ თავის კი ვერ შეიკავა წინსწრებით გამოევლინა მისთვის მიცემული მითითებების მიმართულება და სარჩელის ავტორებს არც კი მოგვცა უფლება დაგვესაბუთებინა ჩვენი იურიდიული ინტერესი ადგილზე თათბირით სი-ტი პარკს უარი უთხრა უფლების დაცვაზე. ეს არის სასამართლოსა და მმართველი გუნდის წინასწარ განზრახული ქმედებების თვალსაჩინო მაგალითი, რომ სასამართლოს აიძულებენ მიიღონ ყოვლად გაუგონარი გადაწყვეტილებები, პრაქტიკაში არ არსებული განჩინებები, რათა კომპანიას არ მიეცეს საქმის არსებითად განხილვის უფლება და არ წარუდგინოს სასამართლოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები და ფაქტები რასაც მერია აგვისტოს თვიდან დღემდე ჩადის,” - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად, სასამართლოში მიმდინარე დავებისა 13 მარტს, თბილისის მერიამ  მიიღო გადაწყვეტილება კომპანია „სიტი პარკის“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.   თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სიტი პარკში“  მიაჩნიათ, რომ მათ  მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს  მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან,  მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები