0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სი-ტი პარკისა“ და თბილისის მერიის სამართლებრივ საქმეზე მონიტორინგი ხორციელდება

„ჩვენ შევისწავლით მერიის მასალებს,  შესაბამის დასკვნას დავდებთ და აუცილებლად დავიცვათ ბიზნესის უფლებებს“„სი-ტი პარკის“ მენეჯმენტი თბილისის მერიის მხრიდან ცალმხრივად ხელშეკრულების გაწყვეტას არ ეთანხმება და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ქართულ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში გეგმავს.

 აღნიშნული საკითხების გასაცნობად „სი-ტი პარკის“ ხელმძღვანელი ბინიამინ ლაჰავიმ ბიზნესომბუდსმენს შეხვდა. 

ბიზნესომბუდსმენმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ეკონომიკურმა ექსპერტებმა „სი-ტი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხებზე იმსჯელეს და  მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.  შეხვედრაში  ასევე მონაწილეობდნენ კომპანია „სი-ტი პარკის“  იურისტები და სხვა სამართლებრივი კონსულტანტები. "სი-ტი პარკის“ გენერალურმა მენეჯერმა  ბინიამინ ლაჰავიმ და კომპანიის   იურისტებმა  ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მერიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საქმის მასალები გააცნეს. "სი-ტი პარკის“ იურისტის განცხადებით, დოკუმენტაციაში, რომელიც კომპანიამ დედაქალაქის მერიისგან გამოითხოვა, ბევრი შეუსაბამობაა, რის შესახებაც მათ შეხვედრის მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება სურდათ. ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, „სი-ტი პარკისა’ და თბილისის მერიის სამართლებრივ საქმეზე მონიტორინგი ხორციელდება.

 მნიშვნელოვანია, რომ „სი-ტი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები კარგად იყოს არგუმენტურებული. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტამ ინვესტორებში გაურკვევლობა არ გამოიწვიოს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიიდან დოკუმენტაციის გამოთხოვას გეგმავს. „ჩვენ შევისწავლით მერიის მასალებს და შესაბამის დასკვნას დავდებთ. აუცილებლად დავიცვათ ბიზნესის უფლებებს,“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.მნიშვნელოვანია, რომ კომპანია "სი-ტი პარკი“ სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. „სი-ტი პარკთან“ დაკავშირებით, მათ შორის კახი კალაძისაგან. ჩვენ გვაქვს კითხვა, რატომ იყო ასეთი აქტუალური „სი-ტი პარკის“ სწორედ მან ხომ არ გახადა ეს საკითხი პოლიტიკური. კალაძემ საკუთარ განცხადებებში ახსენა, რომ ჩვენი კომპანიის მიმართ მიდგომა იქნებოდა სამართლიანი, თუმცა აქამდე არანაირი სამართლიანი მიდგომა ჩვენთან დაკავშირებით მერიას არ ჰქონია. ვაპირებთ ჩვენი უფლებები დავიცვათ ქართულ სასამართლოში, გვაქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი, იმ შემთხვევაში თუ საკუთარ სიმართლეს ვერ დავამტკიცებთ, ვაპირებთ, ჩვენი პოზიცია საერთაშორისო დონეზე დავიცვათ“, - ამბობს "სი-ტი პარკის" გენერალური მენეჯერი ბენიამენ ლაჰავი.შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ  კომპანია „სი-ტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. 

მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სიტი პარკში“  მიაჩნიათ, რომ მათ  მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს  მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან,  მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.გარდა ამისა, „სი-ტი პარკი“  თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიის ადვოკატებმა  მერიაში განცხადება შეიტანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები