1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი 22 მარტს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტს

  22 მარტს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი, დროებით მუშაობას შეწყვეტს.  ამის მიზეზად კი  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელდება.

„შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის საკონსულომ მიაწოდა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები