ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
როგორც მოგეხსენებათ ა/წლის 13 მარტს სატელევიზიო ეთერის მეშვეობით დედაქალაქის მერმა ბატონმა კახა კალაძემ გამოაცხადა ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ“-თან 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და შემდგომში სატელევიზიო განცხადება გაკეთდა კომპანიის ყოველგვარი წინასწარი ინფორმირების გარეშე, მაშინ როდესაც კომპანიაში დასაქმებული ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ შეიძლება ხელშემკვრელი მხარისათვის ცნობილი ხდებოდეს პირდაპირი ეთერების გზით, მერის ამ განცხადებამ საფრთხის ქვეშ დააყენა დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და დრამატულად იმოქმედა კომპანიის საქმიანობის პროცესზე.
მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და ყველაზე უარესი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. ხელისუფლებამ იმოქმედა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყო ინვესტორის ხელშეკრულებითა და კანონით გარანტირებული უფლებები.
გაცნობებთ, რომ შპს „სი-ტი პარკს“ ორი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ და დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. მიუხედავად მერის განცხადებებისა, რომ ის კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ჩარჩოებში იდავებდა, არც კი დაელოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის მხოლოდ ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.
„სი-ტი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიამ უკვე დაწიყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კომპანიის მფლობელები ასევე ავრცელბენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით.
სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და უცხოელ ინვესტორებს მისცემთ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას სამართლიან გარემოში. გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, თქვენი სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.
შპს „სი-ტი პარკ“-ის გენერალური მენეჯერი, ბინიამინ ლაჰავი
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები