2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იმერეთში 14 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო მოიყვანა ცოლად – ,,გოგომ უთხრა, ვრჩებიო და მშობლებმაც არ დააძალეს”

გოგოებო, დღეს ჩემი ახლობლის შვილმა, 14 წლისბიჭმა, ცოლად 12 წლის გოგო მოიყვანაგაგიჟებას ვარ,ეს რა ხდებავაიმე!..
გოგომ უთხრა, ვრჩები და "ვსიოო’’ და მშობლებმაც არ დააძალეს. ბიჭს კი დედა არ ჰყავს, ბებომ და ბაბუმ გაზარდეს”, _ წერს სოციალურ ქსელში ილონა, რომელიც ფეისბუქში "დედების ჯგუფის” წევრია.

ამ შემთხვევამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარებში წერენ:
“ვრჩებიო, 12 წლის ბავშვმა რომ განაცხადა და ახლა სხედან მისი პატრონები, ღრეობენ და სუფრა აქვთ გაშლილი, მეტის ღირსები არიან”, "დარეკოს ვინმემ პატრულში, როგორ შეიძლება ასე?!”, "ცემა-ცემით უნდა წაიყვანოს დედამ.12 წლის ბავშვმა რა იცის კაცის ან ოჯახის. გაგიჟდნენ!”, "აი, ასეთი მეზობლობა, ახლობლობა ღუპავს ბავშვებს, იციან და ხმას არ იღებენ, მე ვინ მკითხავსო!”, "დასაჭერები არიან მშობლები, ღემრთო…  დანაშაულთან გვაქვს საქმე”.

არიან ისეთებიც, რომლებიც ბავშვების ქორწინებაში პრობლემას ვერ  ხედავენ და მოზარდებს ულოცავენ.

    აღნიშნულ ფაქტს  სოციალური მომსახურების სააგენტოც გამოეხმაურა, მათი თქმით:

    "ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა არც სოციალური მომსახურების სააგენტოში და არც სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში არცერთი უწყებიდან ამ დრომდე არ რეფერირებულა. „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (პროცედურების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N437-ე დადგენილების თანახმად ყველა პროცესში ჩართული მხარე ვალდებულია ადრეული ქორწინების, ან ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა შესაბამის რაიონს. დადასტურების შემთხვევაში, კი მოხდება შესაბამისი პროცედურების განხორციელება: იდენტიფიცირება, პოლიციაში გადამისამართება და იდენტიფიცირების შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები