0 8 : 3 8
 | 

საზოგადოება

კურორტმა ძალიან ოპერატიულად მოახდინა ავარიაზე რეაგირება

„დიახ, მართალია, რაღაც მიზეზის გამო, საბაგიროს ორივე მუხრუჭი მართლაც გამოვიდა მწყობრიდან. ოპერატორმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. რამდენადაც მე შევიგრძენი, საბაგირო უკუსვლით დაიძრა 300 400 მეტრზე. დიახ, მართლაც, ყველამ გადახტომა დაიწყო. ქვედა საყრდენთან ახლოს ვინც იყო, მას ნაკლებად გაუმართლა, თუმცაღა მათგან ზოგმა სწორი რეაგირება მოასწრო და გადახტა. კარგია, რომ შემთხვევის წინა დღეს თოვლი წამოვიდა და ფერდობი რბილი იყო. მე თავად, 8 მეტრი სიმაღლიდან მომიხდა გადმოხტომა, თან დიდი სიჩქარით. მეშინოდა, მაგრამ სხვა არანაირი ვარიანტი არ არსებობდა. იქვე მაშველებიც იყვნენ. ისინი ძალიან ოპერატიულად ახდენდნენ მათ ევაკუირებას, ვისაც შველა სჭირდებოდა. მეც ვეხმარებოდი ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

ამჟამად დაშავებულია 11 ადამიანი. მათგან მხოლოდ ერთია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები თავს კარგად გრძნობენ, მათ დროული დახმარება გაუწიეს. ყველანი ცოცხლები ვართ. ოპერატიულად ჩატარებული ევაკუაციის შემდეგ, უმალვე მოხერხდა მთების წვერზე მაშველებისა და მოხალისეების გადასროლის ორგანიზება, რათა საბაგიროდან იქ დარჩენილი ადამიანები ჩამოეყვანათ. ყველა ჯგუფი ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობდა. ადამიანები მაშველებს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდიდნენ. მთელ სამაშველო ოპერაციას დაახლოებით მხოლოდ 1,5 საათი დასჭირდა. 

მე ასევე ერთ-ერთ სამაშველო ჯგუფს ვეხმარებოდი, რომ პროცესი დაჩქარებულიყო (ვთხოვდი ადამიანებს, ჩამოეყარათ აღჭურვილობა, აკურატულად ვალაგებდი მათ და მერე ვაჩვენებდი, საიდან უნდა აეღოთ, მუდმივად ვასწორებდი თოკებს, ერთმანეთში რომ არ გადახლართულიყვნენ, რომ მაშველებს ეკეთებინათ ის, რაც ევალებოდათ და კიდევ სხვა წვრილმანებშიც ვეხმარებოდი). 

მოკლედ, ხო, არ ამუშავდა მუხრუჭები. რატომ, ამის შესახებ მონაცემები ჯერ არ არსებობს. დღეს კომპანია „დოპელმაიერის" საერთაშორისო მნიშვნელობის სპეციალისტები დაიწყებენ იმის გარკვევას, რა მოხდა. ჯერჯერობით, შედეგებს ველოდებით. 

კურორტმა ძალიან ოპერატიულად მოახდინა ავარიაზე რეაგირება და 200%-ით შეასრულა სამუშაოები. 

ახლა ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. გთხოვთ, ნუ ავრცელებთ და ნუ თესავთ დამატებით პანიკას!“ - წერს იბრაგიმოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:41

    მშობლები და პედაგოგები 139-ე სკოლაში დირექტორის გ...

    139-ე საჯარო სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან.ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვენ და სკოლასთან დილიდან იკრიბებიან.სწავლის პროცესი არ არის ჩაშლილი, თუმცა მ...

  • 23:33

    20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძინუ დაიტვირთავთ თავს ახალი საქმეებითა და ვალდებულებებით. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. სასიამოვნო ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში. კუ...

  • 23:31

    მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლოკალიზებუ...

    მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლოკალიზებულია.თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, მიმდინა...

  • 22:49

    "ცოლს უთხრა, ათ წუთში რომ აღარ ვიყო არ შეგრცხვებაო...

      ვარკეთილში 35 წლამდე მამაკაცმა სადარბაზოში თავი ჩამოიხჩო. გავრცელებული ინფორმაციით , ის ცოლს ეკამათა ტელეფონით და შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება" ცოლს უთხრა, 10 წუთში რომ აღარ ვიყო არ შეგრცხვებ...

  • 21:56

    მეიდანზე „მაჭახელა“ იწვის - რესტორანი მთლიანად ცეც...

    ძლიერი ხანძარია თბილისის ცენტრში. მეიდანზე რესტორანი „მაჭახელა“ იწვის. ცეცხლის გაძლიერებას ქარიც ხელს უწყობს. როგორც ცნობილია, ხანძარი რესტორნის მესამე სართულზე გაჩნდა. რესტორნიდან ხალხის ევაკუაც...

  • 18:42

    რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ ფა...

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს თუ რომელი პრეპარატები გამოიყენონ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.სააგენტოში განმარტავენ, რომ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუ...

  • 14:37

    "ზურგში დანაგარჭობილი ორსული გოგოს საშინელმა კივილ...

    ჟურნალისტი ია გულიაშვილის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:"დათომ და ხათუნამ ერთმანეთი ხათუნას მამის სოფელში გაიცნეს. გაიპარნენ და შვილის მოლოდინის სიხარულსაც მიეცნენ. ბანალური იქნებოდა ამბავი, შემოდ...