1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„საქართველოს კაპიტალი“ მომდევნო წლების განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“,სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა. 

საინვესტიციო კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებასგეგმავს. საინვესტიციო თანხებს შორის, არის 300 მლნ დოლარის ღირებულებისევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა. ეს არისსაქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო,ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა. „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდულითანხების ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებშიგანხორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაცკონკრეტული კომპანიები ოპერირებენ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდულ ინვესტიციას განახორციელებს -საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის განვითარებაში. სწორედ აქედან გამომდინარე,მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს კაპიტალის“შვილობილი დეველოპერული კომპანია “m2”-ი ააშენებს და გახსნის 10 სასტუმროს. მათ შორისიქნება, როგორც 3 ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის მქონესასტუმროები. სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამუროკურორტებზე. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციებს განახორციელებსადგილობრივი მოსახლეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით.დაგეგმილია რამდენიმე ე.წ უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართთან ერთად, იქნებაუბნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც: ბაღი, სკოლა, საცურაო აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრიდა საოფისე ფართი.

ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის განსავითარებლად. გაიზრდება დაგაფართოვდება ღვინის წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნაგანსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით.

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ შვილობილი კომპანიების ჩართულობით(GGU), ინვესტიციებს განახორციელებს: განახლებადი ენერგიის ბიზნესშიც, მათ შორის ახალიჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში, სადაც ჯამში 119 მილიონი აშშ დოლარისმოცულობის თანხა დაიხარჯება. ინვესტიციები განხორციელდება, კომუნალური ბიზნესისრეაბილიტაციის მიზნითაც, ინვესტიციების შედეგად მოხდება - გარდაბნის ჩამდინარე წყლებისგამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, კომუნალური მიმართულებით, განახლდება დაგანვითარდება ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები