0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

წულუკიანის წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომლებმა სარჩელი შეიტანეს

  იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომელთა შესახებაც სასამართლომ სამინისტროს თანამდებობებეზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, ამ გადაწყვეტილების არაღსრულების გამო, მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.  სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაანთავისუფლა. დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა.

2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და "დანაშაულის პრევენციის ცენტრს" მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა

ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ მათი გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ამავე ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს, მათ შორის Facebook-ის პოსტებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები