1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ქმარი ვარ და ძალით ხომ არ გავაკეთებდი" - რუსთავში ქმარი მანქანით ცოლს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით “ნისანი”-ს მარკის ავტომობილი 21 წლის გოგოს დაეჯახა. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.  საჭესთან დაშავებულის ქმარი იმყოფებოდა, სწორედ მან გადაიყვანა ცოლი “კლინიკა რუსთავში”.

მძღოლი “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ ცოლს ავტომობილი ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიასთან გაუჩერა და მანქანის პარკირება გადაწყვიტა. რა დროსაც გოგონას ბორდიურზე ასვლილსას ფეხი დაუცდა, ჩამოვარდა და სწორედ ამ დროს საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ცოლს დაეჯახა.

„ქმარი ვარ და ძალით ხომ არ გავაკეთებდი, გადავიდა მაღაზიაში და მე კიდევ ვიფიქრე მანქანას დავაპარკინგებ, სწორედ მაგ დროს წაიქცა და დავეჯახე” – აცხადებს მძღოლი.

დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები