1 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსები ძლიერ ქარს და 5 ბალიან შტორმს ელოდებიან

ჩამოტვირთვა

უამინდობა და ნალექი საქართველოს მასშტაბით დღესაც გაგრძელდება. სინოპტიკოსები უმეტეს რაიონებში ძლიერ ქარს ელოდებიან.  

შავ ზღვაში 5 ბალიან შტორმსაც ელოდებიან, თუმცა სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა სანაპირო ზოლს არ დააზარალებს და შტორმი შუა ზღვაში უნდა დაფიქსირდეს.

„უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან ძლიერად. აგრეთვე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, უკვე დღის მეორე ნახევრიდან ქარი კიდევ გაძლიერდება.

ზღვაზე მოსალოდნელია ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმი,“-აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსი დოდო გვაზავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები