0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამ მახინჯმა მკვლელმა სელფის გადაღება მთხოვა – დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის უცნობი დეტალები

ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.

“ამ მკვლელობას ყავდა დამკვეთი და შემსრულებელი და ამის საფუძველს მაძლევს ამ მახინჯი მკველელის თხოვნა სელფის გადაღებაზე, როგორც ჩანს ის დამკვეთს ატყობინებდა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან.არ ვიცი მკვლელი, ზურა ვინ არის მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ქილერისგან ჩემთან მოსასვლელი მარტივი ხერხი, მან მთხოვა გამეგო უკრაინაში არის თუ არა დაცვის სამსახური, რომელიც შეძლებდა მაღაზიაში შეძენილი ქვების თურქეთში გადატანა, მე გავარკვიე რომ არის ასეთი კერძო სამსახური. ეს სამსახურები ოფიციალურად თანხის ჩარიცხვიას უძრუნველყოფენ მაღაზიიდან კანონის დაცვის შეძენილი ნივთის აეროპორტამდე მიტანას. მასთან საუბარი მხოლოდ ამ საკითხზე იყო.

„ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის აუსრულებელი მიზნები და ოცნებები ასასრულებელი. სამწუხაროდ, არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატისთვის ცნობილი არ არის ის, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარში ერთი პირი არ ფიგურირებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ მკვლელის თხოვნა, მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები