1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება - იან კელი

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

იან კელის განცხადებით, სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი.

"ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება საქართველოში და ასევე იმ ორი დაკავებული პირის გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. ჩვენ ასევე ვესაუბრებით რუსეთს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს", - განაცხადა კელიმ.იან კელი ასევე, საქართველოს პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ ორ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნება.„რაც შეეხება რეზოლუციას, მე დეტალურად არ ვარ ინფორმირებული რა სხვაობაა ამ ორ დოკუმენტს შორის, მაგრამ კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანხმდებიან და იქმნება ერთობლივი დოკუმენტი,“ - განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები