2 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს მიმართ რუსეთის დანაშაულთა ქრონიკა (15 პუნქტად)

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე facebook-ის პირად გვერდზე  ლიფლეტს აქვეყნებს, სადაც  ჩამოთვლილია ისტორიის მანძილზე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.თევზაძის თქმით, ამ სიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტში ბათუმში გასაყიდად გამოტანილი სუვენირის ფოტო გავრცელდა, რომელიც საქართველო-რუსეთის მეგობრობის სიმბოლო იყო:

განვიხილეთ პრო-რუსული გააზრებული თუ გაუაზრებელი პროპაგანდის წინაამღდეგ მოქმედების ერთ-ერთი შესაძლებლობა: ლიფლეტის მომზადება, სადაც აღწერილი იქნებოდა რუსეთის დანაშაულებები საქართველოს მიმართ.

 გთავაზობთ ლიფლეტის ამობეჭდვას (სამად უნდა გაიკეცოს, რომ ლიფლეტის ფორმა მიიღოს) და მის გავრცელებას ყველგან, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აშკარაა პრო-რუსული პროპაგანდა. იმედი მაქვს, რომ ამ, ჩვენი ძალების მცირე დანახარჯებით განხორციელებულ ქმედებას, მნიშველოვანი შედეგი ექნება.”

ლიფლეტის შაბლონის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Academia.edu-დან ან ამ ბმულიდან. აქვე გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:

  • აღა მაჰმად ხანის ლაშქრობა საქართველოში, 1795 წელს, რუსეთის პროვოცირებით და დაფინანსებით მოეწყო – დაიღუპა 10 ათასამდე ქართველი. 15 ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში;
  • 1783 წელს, გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საბოლოოდ, 1864 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში წირვა-ლოცვის ენა, ისევე, როგორც ფორმალური განათლების ენა, რუსული იყო;
  • რუსეთის იმპერიამ 1801 წელს საბოლოოდ დაიპყრო და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად გადააქცია;
  • რუსეთის იმპერიამ 1810 წელს დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო;
  • 1801-დან 1819 წლამდე რუსებმა მთელი საეკლესიო საგანძური წაიღეს რუსეთში. ამას მოჰყვა 1819-1820 წლების საეკლესიო (ე.წ. გურია-იმერეთის) აჯანყება;
  • 1804-1991 წლებში ქართველების ბრძოლა რუსეთის წინაამღდეგ:
    • 1804 – მთიულეთის აჯანყება;
    • 1810 – იმერეთის აჯანყება;
    • 1812 – კახეთის აჯანყება;
    • 1819 – საეკლესიო აჯანყება;
    • 1829 – გურიის წინაამღდეგობა;
    • 1832 – ქართველი თავადების შეთქმულება რუსეთის წინაამღდეგ;
    • 1834-1859 – სვანეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს და აფხაზეთის ოკუპაციის წინაამღდეგ ბრძოლა;
    • 1866-1867 – აფხაზების აჯანყება;
    • 1922 წელი – სვანეთის აჯანყება;
    • 1924 წელი – აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინაამღდეგ;
    • 1941 – ანტი-საბჭოთა შეთქმულება;
      საერთო ჯამში, ამ ბრძოლებში რუსეთმა გაანადგურა 100 ათასზე მეტი ქართველი;
  • 1801-დან 1867 წლამდე რუსებმა დაანგრიეს ყველა ციხე-სიმაგრე, კოშკი და ქალაქის გალავანი, რომელიც არ სჭირდებოდათ საკუთარი გარნიზონის განსათავსებლად;
  • 1801-დან 1900 წლამდე რუსებმა შეათეთრეს საქართველოს ყველა ეკლესიის კედლები და წაშალეს ფრესკები;
  • მე-19 საუკუნეში, რუსი დეკაბრისტების გეგმებში, რუსეთის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შედიოდა საქართველოდან ქართველების გადასახლება;
  • 1921 წლის ხელახალი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიები გადასცა თურქეთს;
  • 1924-1941 წლებში რუსეთის მიერ ჩატარებული რეპრესიების შედეგადგანადგურდა 270 ათასი ქართველი, ხოლო გადაასახლეს – 200 ათასი ქართველი;
  • 1962 წელს, სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი აპირებდა ქართველების შუა აზიაში გადასახლებას და საქართველოში რუსების ჩამოსახლებას;
  • 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რუსეთის სამხედროებმა დახოცეს 20 მომიტინგე. ათასამდე ადამიანი მოიწამლა რუსების მიერ გაშვებული მხუთავი გაზით;
  • 1992-1993 წლებში რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. დაიღუპა 30 ათასი ქართველი და იძულებით გადააადგილებული გახდა 250 ათასი ქართველი;
  • 2008 წელს რუსეთი, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოიჭრა საქართველოში და გააფართოვა დაპყრობილი ტერიტორიების (სამხრეთ ოსეთის მომდებარე) საზღვრები – სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 174 მშვიდობიანი მოქალაქე და საქართველოს 224 ჯარისკაცი
  • კომენტარები

    მსგავსი სიახლეები