0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე პატრიარქი დახმარებას რუსეთის პატრიარქს სთხოვს

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.
მათი შეხვედრა ილია მეორესთან საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს სთხოვს - სპეციალური წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით განკარგულება ილია მეორემ უკვე გასცა.

„უწმინდესობამ აღუთქვა, რომ რაც მის პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული რესურსია, ის გამოიყენებს იმისათვის, რომ არჩილის ცხედარი დროულად იქნეს დაბრუნებული ოჯახში. შესაბამისად უკვე პირველი დავალება მოგვცა მისმა უწმინდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნოს რუსეთის პატრიარქის სახელზე მისი უწმინდესობის სახელით და შემდგომში ამას მოჰყვება სატელეფონო საუბრებიც,“-განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები