0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანია ,, QNET”- მა სამთო-სათხილამურო ტურნირს გუდაურში უმასპინძლა

მსოფლიოში ერთ-ერთმა  წარმატებულმა მარკეტინგულმა კომპანია "QNET”-მა, რომელიც  აქტიურად უჭერს მხარს  სპორტის განვითარებას საქართველოში, მიმდინარე წლის 24 თებერვალს,საფუძველი ჩაუყარა სამთო-სათხილამურო ტურნირს გუდაურში.  შეჯიბრში მონაწილეობა  ორმოცდაათმა მოყვარულმა მოთხილამურემ მიიღო და გამარჯვებულები,  როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში გამოვლინდნენ.



დაჯილდოვების ცერემონიალი საზეიმო  ვითარებაში  გაიმართა, სადაც კომპანია  "QNET“ -მა  ექსკლუზიური  პრიზები გადასცა  გამარჯვებულ  სპორტსმენებს.

გოგონებში  პირველი ადგილი  თამუნა  ჯაღმაიძემ დაიკავა , ხოლოვაჟებში-შოთა ნათაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძოდა ყველაზე პატარა მონაწილე, ბიბი ცაგარელი, რომელიც კომპანია  "QNET“ -მა და  მთის კურორტების განვითარების  ორგანიზაციამ  ასევე პრიზებით დააჯილდოვა.


როგორც  კომპანია  "QNET“-ში  აცხადებენ, სამთო-სათხილამურო ტურნირი მოყვარულ სპორტსმენებს შორის ყოველწლიურად გაიმართება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, როგორც სპორტის განვითარებას  ასევე  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები