0 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა და დანა რამდენჯერმე ჩავარტყი - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

თემქაზე 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა „კვირის პალიტრამ“ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ნაწილი მოიპოვა, რომელიც მან გამოძიებას მკვლელობის დღეს მისცა.

გამოცემის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ ბე-ემ-ვეში, უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამამ სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, "მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო" - წერს "კვირის პალიტრა".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები