2 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„თუ არ შეიცვლები მოკვდები!“ - “Afterlove” ჯეიმს ბლანტისთვის ახალ დასაწყისად იქცა

ბრიტანლი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თითეული ალბომის შექმნასა და საზოგადოებისთვის მის წარდგენას დიდი პასუხისმგებლობით ეკითება. ამიტომაც იყო, რომ ახალი ალბომის, “Afterlove”-ის გამოსვლამდე მომღერალი ძალიან ნერვიულობდა. ჯეიმსი თვლის, რომ ეს ალბომი მისთვის ახალი დასაწყისია. „ნათქვამია, თუ არ შეიცვლები, მოკვდები. ეს ჩემი მეხუთე ალბომია და არ შემეძლო იგივე შემეთავაზებინა მსმენელისთვის, რაც ადრე. თუმცა, არ ვიცი რა გამოვა,“ - განაცხადა ბრიტანელმა ვარსკვლავმა.

ის  სიმღერებს მუდამ „ვიღაცას“ ან გარკვეულ გარემოებას უძღვნის. მისთვის მელოდიებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და „მოგონებების სუნი“ ასდის. მის ახალ ალბომში შესულია 2 სიმღერა -  “Make Me Better” და “Time of Our Lives,”  რომელიც ედ შირანთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. მნიშნელოვანია, რომ ორივე სინგლი ჯეიმს ბლანტის ცოლსა და შვილს ეძღვნება. თუ მას  კარგად მოუსმენთ მისამღერებში ფონად ედის ხმასაც მოკრავთ ყურს. 

ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს “goodbuy my lover” , “You’re Beautiful” და ბოლო სინგლის  “Love Me Better ჩათვლით შეასრულებს.

ფესტივაღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები