0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს არის ერთი დიდი მიზნისთვის, რათა დასუსტდეს კრიტიკული მედია"

  არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონპროექტზე  პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო არ დაძლიონ

"აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში არსებობს კორუფციის რისკები. მაგალითად შესყიდვებთან დაკავშირებით, რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები საფრთხის შემცველია მცირე და საშუალო მაუწყებლებისათვის. საერთო ჯამში ეს მედია გარემოს გააუარესებს“- აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.

"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ისედაც აქვს იმაზე მეტი დაფინანსება ვიდრე სხვა ტელევიზიებს. ეს კანონპროექტი კი მისი თქმით, მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ დასუსტდეს ყველა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია.

"ყველაფერი ეს არის ერთი დიდი მიზნისთვის, რათა დასუსტდეს კრიტიკული მედია და გაძლიერდეს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები“- აცხადებს კინწურაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები