2 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს. მე შეცდომა არ დამიშვია“ - ლელა გაფრინდაშვილი

  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ყოფილ წევრს ლელა გაფრინდაშვილს შეხვდნენ, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ჰონორარი ზედმეტად დაერიცხა. 

„ჩემს მიმართ შეკითხვები მოხსნილია, იმიტომ რომ მე ავხსენი ყველაფერი, რა და როგორ იყო, თუ რატომ ჩავთვალე, რომ ეს გადმორიცხვა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, იყო სწორედ ჩემი სამუშაოსთვის. 

მე მათ ვუთხარი, რომ როგორც ამ სამუშაოს დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ, ჩემი მუშაობის დასრულების შემდეგაც ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, მქონდა მიმოწერა, შეკითხვები და ა.შ. უამრავი ადამიანი დაადასტურებს, რომ მე ამ კვლევაზე ვმუშაობდი ... ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს. მე შეცდომა არ დამიშვია“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.   

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლელა გაფრინდაშვილმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ ზედმეტად მიიღო ჰონორარი. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები