1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთავარი პროკურორი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზარდყოფნას გამოთქვამს

  საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზარდყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ’, – განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება ოჯახის წევრების მოთხოვნას, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მისი შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, თუმცა ჩასატარებელია სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებიც, დანაშნულია ექსპერტიზები და ველოდებით მათ შედეგებს. რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნა შოთაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები