0 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მზად ვარ გამოძიების ნებისმიერი შედეგები გავიზიარო" - ირაკლი ლექვინაძე მეტროს ინციდენტზე

 თბილისის მერის ყოფილი მოადგილე. ირაკლი ლექვინაძე    ვარკეთილში მეტროში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„ტენდერის გამოცხადების შემდეგ ყველა პროცედურის დაცვით გაიმარჯვა იმ კომპანიამ, ვინც განახორციელა ეს სამუშაოები. თუ სად იყო შეცდომა დაშვებული, ამის შესახებ დაველოდოთ კომპეტენტურ უწყებას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„თუ გამოძიების შედეგები დასვამს ამ საკითხს, ბუნებრივია მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი შედეგები გავიზიარო და გავცე შესაბამისი პასუხი,“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ვარკეთილის მეტროში ჭერი გუშინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ამ დრომდე გადის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები