1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეტროსადგურის ჩამონგრევის საქმეზე „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება

შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება. მათი დაკითხვაზე დაბარება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილით მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. არსებული  ინფორმაციით, დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები