1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ვარკეთილის" მეტროში დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს

მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა დაფარავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “შავი ზღვის კლინიკაში” ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოთხი დაშავებულია გადაყვანილი.

“ოთხი პაციენტია შემოყვანილი ამ კლინიკაში. დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ გამოკვლევები და ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამნისტრო და დაზღვევა დაფარავს”,- აღნიშნა მერმა.

დანარჩენი დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი. ბოლო მონაცემებით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები