1 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით" - HRW

  საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლებთან შედარებით მონაცემების კლების მიუხედავად, საქართველო კვლავ იყენებდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ კანონებს ნარკომომხმარებელთა სისხლისამართლებრივი დევნისთვის იმ პირობებში, როდესაც მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდული რჩება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომლითაც მარიხუანის შენახვისთვის პირის დაპატიმრება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, პარლამენტმა, 2017 წლის ივლისში, კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რითიც გაუქმდა პატიმრობა როგორც სასჯელის ზომა 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის; თუმცა, პატიმრობა სასჯელის ზომად რჩება ამ ნივთიერების უფრო დიდი მოცულობით შენახვისთვის. ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა," - წერია ანგარიშში.   

აქვე საუბარია ივნისში პოლიციის მიერ დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავების ფაქტზე. 

"გალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა," - ნათვქამია წერილში.  


კომენტარები

მსგავსი სიახლეები