0 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,რძე ღვინის პაკეტით"- ახალ სკანდალი ბაღებში და თბილისის მერიის განცხადება

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, გეგმიურ მონიტორინგზე, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამოავლინეს რძის პროდუქტი, რომელიც ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით. 

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს. 

„დედაქალაქის მერია, ბაღების მართვის სააგენტო  ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და რეაგირება გვექნება ნებისმიერი სახის მცირე ზომის გადაცდომაზეც. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, გეგმიურ მონიტორინგზე, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამოავლინეს რძის პროდუქტი, რომელიც ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით.

„ჩვენ გუშინვე მივუთითეთ ამ კონკრეტულ მიმწოდებელ კომპანიას, რომ დაუყონებლივ გამოსწორებულიყო შესაბამისი ხარვეზი. კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა. კომპანიამ შესაბამისი შეკვეთა უკვე გააკეთა და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება”, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს.

„უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.
„ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა“ - განმარტა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანმა საბავშვო ბაღების მენიუზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შემცირებულია არა საკვების ოდენობა, არამედ კალორაჟი. მისივე თქმით, მენიუს ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით და ემყარება ექსპერტულ შეფასებებს.

„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობა შეიცვალა. მენიუში ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ის ექსპერტებმა შეადგინეს“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები