1 1 : 3 2
 | 

საზოგადოება

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

ჩამოტვირთვა

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. 

მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები