1 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"უკეთესი იქნებოდა შობა 25 დეკემბერს გვეზეიმა, როგორც ამას ცივილიზებული სამყარო და მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი აკეთებს"

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.gepresa.gedroni.gesportline.gefashionline.ge...)  დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე:

"ჩემო მეგობრებო, უკეთესი იქნებოდა შობა 25 დეკემბერს გვეზეიმა, როგორც ამას ცივილიზებული სამყარო და მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი აკეთებს (ალბანეთში, ჩეხეთში, საბერძნეთში, ეთიოპიაში, აშშ-ში...) და როგორც ამას აკეთებდა ჩვენი ბრწყინვალე ქვეყანაც რუსულ ოკუპაციამდე.

თუმცა, რატომღაც საქართველოში, ახალი წლისგან განსხვავებით, შობას დღემდე ძველი კალენდრის მიხედვით აღვნიშნავთ და ეს ტრადიცია ჩვენი ქვეყნის ყველაზე ვერაგმა მტერმა - რუსეთმა მოგვახვია თავს, არც თუ შორეულ წარსულში.

არადა, ერთი ძველი ლამაზი სიმღერის მიხედვით, თუ "25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო...", 7 იანვარს რატომღა ვზეიმობთ? (ცხადია მესმის არგუმენტი ძველი კალენდრის შესახებ, მაგრამ მაშინ ეკლესია რატომ გვილოცავს ახალ წელს ახალი დროით - პირველ იანვარს?). 

თუმცა, ადამიანთა რწმენა-საქციელი ზოგჯერ ლოგიკასა და ფაქტებსაც კი, არ ექვემდებარება. 
ამიტომ ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ახლა და მარადჟამს, მე ცოდვილი და სულაც არ ვაპირებ თქვენი რწმენის გამოცდას იმის შესახებ რომ "აქა დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ"...  

ეს ოდნავ სევდიანი ტექსტი იმ სამწუხარო გარემოებამ შთამაგონა, რომლის მიხედვითაც 7 იანვარს, ჩვენთან, საშობაო-საზეიმო განწყობა იმდენად არ იგრძნობა, როგორც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში - 25 დეკემბერს”, - წერს სოციალურ ქსელში კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები