0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა.

 საქართველოში სასრიალო ჩამოსული ბულგარელი ტურისტები თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ტერიტორიაზე, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურმა შემთხვევა მაშინვე შენიშნეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. ადგილზე დათვალიერებით მას არანაირი ტრამვა არ აღენიშნება, უსაფრთხების მიზნით ტურისტი გადაყვანილია გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ „ემერჯენსში“.

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოგიწოდებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და გაფრთხილებთ, დაემორჩილეთ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს, აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები