1 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის გარეთ კლინიკას ეძებს

ჩამოტვირთვა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლანმაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მკვეთრი გაუარესება არ დაფიქსირებულა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

რაც შეეხება პაციენტის საზღვარ გარეთ მდებარე კლინიკაში გადაყვანის საკითხს, ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკას, რომელიც პაციენტის მიღებაზე თანხმობას განაცხადებს აქტიურად ეძებს.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე ღამის განმავლობაში რამე მკვეთრი გაუარესება არ დაფიქსირებულა. მცირეოდენი სტაბილიზაცია მიღწეულია. რაც შეეხება კონსილიუმს, გუშინ საღამოს იყო კომუნიკაცია კონსილიუმში მონაწილე სპეციალისტებს შორის, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას და როგორც კი მოიძებნება რომელიმე დაწესებულება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვინც თანახმა იქნება პაციენტის მისაღებად, ჩვენ გადავუგზავნით დამატებით დოკუმენტაციას და დაველოდებით პასუხს, ამის შემდეგ დადგება გადაყვანის საკითხი,“-განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან გერმანიასა და ისრაელში მდებარე კლინიკებთან მიმდინარეობს.  მაჩალიკაშვილის თქმით, მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლინიკებთან ოჯახიც აწარმოებს. მისივე განცხადებით, ოჯახი სიმართლის დადგენას დამოუკიდებელი ექსპერტისა და სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით ეცდება.

„მოხდება შერჩევა კლინიკის და მერე გადაგზავნიან ალბათ. მოვითხოვ ყველანაირ ექსპერტს, რომ დაადგინონ. მე ვცდილობ და ვთქვი პირველ დღესვე, მე ამას სტრასბურგამდე მივიტან და ამ სიმართლეს დავადგენ,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები