1 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში, მოერიდეთ კამათს, მჭრელ და ფეთქებად ნივთებთან შეხებას. კარგი დღეა ვარჯიშისა და სპორტისთვის. 


კურო
სიფრთხილე გმართებთ ახალი საქმეების დაწყებისას, უცნობ საგნებთან შეხებისას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. 

ტყუპი

რაც უფრო მეტად დაიტვირთებით საქმეებით, მით ნაკლები დრო დაგრჩებათ ურთიერთობების გასარკვევად. მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და კამათს. 

კირჩხიბი
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები. ნუ ხართ ზედმეტად პრეტენზიული გარშემო მყოფების მიმართ. 

ლომი
ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. სხვა დღისთვის გადადეთ სარისკო ქმედებები. ნუ გადაიტვირთებით ემოციურად და ფიზიკურად. 

ქალწული
მოერიდეთ ექსტრიმს, სარისკო ქმედებებსა და ექსპერიმენტებს. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. 

სასწორი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს, ემოციების გამოხატვას. გაეცალეთ კონფლიქტურ, სარისკო სიტუაციებს. 

მორიელი
სწრაფად უნდა იმოქმედოთ. მოსალოდნელია სარისკო და გაუთვალისწინებელი სიტუაციები. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, პაემანი და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ კამათს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. მუშაობისას - აჩქარებას და უხეშობას კოლეგების მიმართ. 

თხის რქა 

გაუგებრობები საქმეებსა და ურთიერთობებში მშვიდად მოაგვარეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას. მოერიდეთ რისკს, მჭრელ და ცხელ ნივთებს. 

მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, ექსტრიმს. კამათს ოჯახის წევრებთან, შეყვარებულთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. 

თევზები
მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას, კამათს, ზედმეტ პრეტენზიებს. ნუ გაფლანგავთ ფულს. ნუ განაწყენდებით თუ ახლობელი დანაპირებს ვერ შეგისრულებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები