2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე: არასრულწლოვანთა შორის დანაშაული მომატებული არ არის

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის.

 „ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც ერთი მხრივ, რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ და მეორე მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ. 

არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს, სადაც ჩვენი აქცენტი გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, ანუ პრევენციის მიმართულებით გავაქტიურდებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები