2 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ASB საქართველო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა

15 დეკემბერს, ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB)  მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა.

 სიმულაციაში მონაწილეობა მიიღებეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

 სიმულაცია ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

 აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის  ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.

 პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

 1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები