0 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აფეთქება ბათუმში - დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის, ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩამსხრეულია მინები გვერდით საცხოვრებელ სახლზე. ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერი, ვიცე-მერი  და სხვა ოფიციალური პირები. ადგილზე მობილიზებულნი არიან  სასწრაფო და სამაშველო სამსახურის  ბრიგადები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები