0 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასტუმრო „ლეოგრანდე“, ამ სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს

   სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდე“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას „ლეოგრანდე“, რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდე“ ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას“, - განაცხადა კახა წერეთელმა. 

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები