2 2 : 0 1
 | 

საზოგადოება

"სააკაშვილი მძლავრად უთხრის ძირს უკრაინის პრეზიდენტს" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია მიხეილ სააკაშვილზე

სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას პოსტი ვრცელდება სადაც, ის უკრაინასთან დაკავშირებით საუბრობს.

“გაგაცნობთ გუშინ საღამოს უკრაინასთან დაკავშირებით ჩაწერილ უახლეს წინასწარმეტყველებას ლელა კაკულიასგან:

2017 წელი, 4 დეკემბერი, 20:45 სთ
სხვათა შორის, ვხედავ, უკრაინის პრეზიდენტს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ელის. უკრაინა ვერ დარჩება იმ სახით, როგორიც დღეს აქვს. ქვეყანა ვერ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ევროპასა და ამერიკას სურს და ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მომავალში. 

საქმიანი და მაღალი დონის პოლიტიკოსები თითქმის აღარ ჩანან. ამიტომ უკრაინული პოლიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს მომავალში. ყველასთვის ნათელი ხდება — ხალხისთვის — რომ ეს მთავრობა არ არის ეროვნული ძალა და საჭიროა ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ძალები. 

ყველა ხვდება, რომ მიდის უცნაური თამაში: არის გარიგებები, დათმობები, კორუფცია ორჯერ მეტად ბობოქრობს და სხვა. ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ნიღაბი აეხდება და ბოლოს და ბოლოს, ამერიკა აღიარებს, რომ ეს არ არის ის დემოკრატიულიო მთავრობა, რომელიც უნდა იყოს უკრაინის სათავეში. თუმცა, მათი საქმეში ჩარევა საჭირო არც გახდება, ვინაიდან ხალხი თვითონ შეასრულებს და გაატარებს იმ პოლიტიკას, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია.
 ეს ასე მოხდება. საინტერესო ისაა, რომ ვხედავ, ბენდერები მეტად იაქტიურებენ. მათაც არ მოსწონთ ეს მთავრობა. ხალხი გარეთ გამოვა და იმასაც ვხედავ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მომხრეები ცოტანი არიან.

სხვათა შორის, სააკაშვილი თითქოს არაფერი, მაგრამ რეალურად ძალიან მძლავრად უთხრის ძირს უკრაინის პრეზიდენტს. პროფესიონალია ამ საქმეში, იცის, როგორც მოთხაროს. თუმცა, მოვლენები ჯერ-ჯერობით სულ სხვაგვარად წარიმართება, მაგრამ ბოლოს წინასწარმეტყველებები, როგორც წესი, ასრულდება”, – წერს ლელა კაკულია ფეისბუქზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები