1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

   ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ტურნირზე მსოლფიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

 მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები