0 6 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ინოვაცია Herbalife-ისგან, საღამოს კოქტეილი ფორმულა 1 ვახშამი, რომელიც თქვენ გჭირდებათ

თბილისში კომპანია Herbalife-ის ახალი პროდუქტის „საღამოს კოქტეილის ფორმულა 1-ის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომპანია Herbalife-მა საქართველოს ბაზარზე სიახლე გამოუშვა, რომელიც მოწოდებულია ერთდროულად ორი პრობლემა მოაგვაროს, რომლებთანაც ადამიანს უწევს შეჯახება თანამედროვე საზოგადოებაში: ზედმეტი საკვების მიღება საღამოს და არასრულფასოვანი ძილი.

საღამოს დასაწყისში კომპანია Herbalife-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დაბალანსებულ კვებასთან დაკავშირებით. უკრაინის დიეტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მეცნიერებათა კანდიდატმა ალექსანდრ მარტინჩუკმა დამსწრე აუდიტორიას ჯანსაღი და დაბალანსებული კვების პრინციპების შესახებ უამბო, ხოლო კომპანიის პროდუქტების შექმნის და ბაზარზე წინ წაწევის საკითხებზე საქართველოსა და აზერბაიჯანში კომპანია Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორების ბიზნესის მხარდაჭერის საკითხების კონსულტანტმა ირაკლი ჩაჩანიძემ ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულინარული შოუ შეფ-მზარეულის და კულინარული აკადემიის ლექტორის ნუცი ბაიაძის მონაწილეობით. სტუმრების თვალწინ ნუცამ რამდენიმე პროტეინებიანი კოქტეილი მოამზადა, ასევე მათი მომზადების ნიუანსებსა და საიდუმლობებზეც ისაუბრა.

საღამოს კოქტეილი ფორმულა 1 – ეს არის ვახშამზე ან საღამოს მსუბუქად წასახემსებლად გამზადებული კომპლექსი აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტებისგან, ფიტონუტრიენტებისა და უჯრედისისგან, რომლებიც ორგანიზმს სამშენებლო მასალებით ამარაგებს  და საკვების მომნელებელი სისტემის ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის შეიცავს ამინმჟავა L-ტრიპტოფანს, რომელიც ჩაძინების დროის შემცირებას ეხმარება და ასევე დადებითად შეიძლება იმოქმედოს ძილის ხარისხზე. კოქტეილის ნაზავს აქვს სასიამოვნო ნეიტრალური გემო, ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცივი, ასევე თბილი კოქტეილების მოსამზადებლად. საღამოს კოქტეილი ფორმულა 1 თავსებადია ბოსტნეულთან, ხილთან და სხვა პროდუქტებთან. Herbalife-ის ახალმა პროდუქტმა უკვე მიიღო „2017 წლის ინოვაციური პროდუქტის“ პრემია ნომინაციაში „საკვები პროდუქტი დიეტური პროფილაქტიკური კვებისთვის“.

კომპანია Herbalife-ის პროდუქტები 30 წელზე მეტია მსოფლიოში მილიონობით ადამიანს კვების ხარიხსის გაუმჯობესებაში ეხმარება, და, რა თქმა უნდა, მათ ცხოვრებას უფრო ჯანსაღს და აქტიურს ხდის.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები