1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში კოსმოსური ჰაკათონი იწყება

1-3 დეკემბერს თბილისში კოსმოსური ჰაკათონი ტარდება. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა. კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.

 

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში - Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.

 

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 30 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდი შეეცდება მისია წითელ პლანეტაზე აქციოს რეალურად. გამარჯვებული გუნდი თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად.  მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებსა და პრიზებს.

 

ჰაკათონი ფაბრიკაში გაიმართება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები