2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იან კელი :""FBI-ს ექსპერტები ქართველ სამართალდამცავებს ეხმარებიან"

  "FBI-ს ექსპერტები საქართველიში ჩამოვიდნენ და ეხმარებიან ქართველ სამართალდამცავებს," - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააკეთა.

"როგორც ვიცი, დღეს სუს-ში უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი," - აცხადებს იან კელი.

ელჩი ასევე გამოეხმაურა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პირველადი მდგომარეობით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს.

"რაც შეეხება მინისტრის დღევანდელ განცხადებას, კითხვები არსებობს, ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარი," - აღნიშნა იან კელიმ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები